logo_geo
eng_logo
პუტინი: ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია რუსულ ნავთობზე უარი თქვას
- +

17 მაისი. 2022. 19:57

 

 

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია რუსულ ნავთობზე უარი თქვას.

 

„ევროპის ქვეყნებიგანაგრძობენ ახალი სანქციების შემოღებას ნავთობისა და გაზის ბაზრებზე. ეს ყველაფერი იწვევს ინფლაციას, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ, ისინი დამნაშავეებს ეძებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

ვლადიმირ პუტინის თქმით, ევროპელები აღიარებენ, რომ არ შეუძლიათ სრულად უარი თქვან რუსეთის ენერგორესურსებზე.

 

„ასევე აშკარაა, რომ ევროკავშირის გარკვეული ქვეყნები, სადაც რუსული ნახშირწყალბადების წილი განსაკუთრებით მაღალია, ჩვენს ენერგორესურსებზე დიდი ხნის განმავლობაში ვერ იტყვიან უარს“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner