logo_geo
eng_logo
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ერდოღანმა ბაზრის მენტალიტეტი გამოავლინა
- +

17 მაისი. 2022. 21:33

 

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკული რეაქცია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე არ ნიშნავს იმას, რომ ანკარა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგი იქნება, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა.

 

ლუქსემბურგელი დიპლომატის თქმით, თურქეთი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

 

მან ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ ერდოღანს ნამდვილად აწუხებს შვედეთი, ფინეთი და ქურთების საკითხი, რის გამოც, თურქეთის პრეზიდენტმა ოსლო და ჰელსინკი გააკრიტიკა.

 

ასელბორნი მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაჭრობს და „ბაზრის მენტალიტეტს“ ავლენს.

 

13 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner