საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს.
ბორელის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას.
„ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ბრძოლის ველზე სიტუაციას ცვლის“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის არმიის პოტენციალის გასაძლიერებლად ამჟამინდელი ძალისხმევა მხარდაჭერილი უნდა იყოს.
„უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა ამჟამად უმნიშვნელოვანესია, რადგან ომმა გარდამტეხ მომენტს მიაღწია და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინას აღჭურვილობა ამოეწუროს და ჩვენ ამას არც დავუშვებთ“, - აღნიშნა ბორელმა.