ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან
-
+
18 მაისი. 2022. 21:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური ჟოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან. მასთან რეგიონში მიმდინარე დრამატული გეოპოლიტიკური რყევების განხილვის შესაძლებლობა მქონდა. ჟოზეფ ბორელს ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს ერთგულება კვლავ დავუდასტურე. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი