logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი: არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკრაინას პუტინისთვის სახის შესანარჩუნებლად სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა - არ მესმის ომის 83-ე დღეს ევროპაში მსგავსი
- +

19 მაისი. 2022. 01:48

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკრაინას ვლადიმირ პუტინისთვის სახის შესანარჩუნებლად სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა.

 

„ზოგადად, ეს განცხადებები არა მხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ზოგიერთი წევრის მხრიდანაც ცოტა უცნაურია. გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება არანაირად არ დაუჭერს მხარს მსგავს მოთხოვნებს. რუსეთის წინაშე ნებისმიერი დათმობა ნიშნავს „მინსკ-3“-ს და, შესაბამისად, გადადებულ ომს. ეს უნდა ესმოდეს ევროპის პოლიტიკურ ელიტას, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ამას შეგნებულად არ დავთანხმდებით. არ მესმის ომის 83-ე დღეს ევროპაში მსგავსი აზრები რატომ ჩნდება. მათ, ალბათ, სურთ რუსეთთან ბიზნესის ჩვეულ წესებს დაუბრუნდნენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი არ მოხდება, რადგან რუსეთის მიერ დაფიქსირებული სამხედრო დანაშაულები ფართომასშტაბურია“, - აღნიშნა მიხეილ პოდოლიაკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner