logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრე არ არის
- +

19 მაისი. 2022. 12:44

 

 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრე არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი TF1 ავრცელებს.

 

„ის ფაქტი, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოკლე გზა არ არსებობს, სამართლიანობის იმპერატივია დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანება სურთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

 

ოლაფ შოლცის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მართალია, როდესაც აღნიშნავს, რომ „გაწევრიანების პროცესი არ არის რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის საკითხი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner