logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
- +

19 მაისი. 2022. 15:36

 

 

დიდი ბრიტანეთი რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი წარადგენს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც რუსული სახელმწიფო ავიაკომპანიების აქტივებს გაყინავს. სანქციები დიდ ბრიტანეთის აეროპორტებში რუსეთის ავიაკომპანიებს მათი ადგილების გაყიდვას აუკრძალავს

 

სანქციები შეეხება „აეროფლოტს“, „ურალის ავიახაზებს“, ავიაკომპანია „როსიას“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანულ აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიების დაჯდომის ადგილები 50 მილიონი გირვანქის ღირებულებისაა.

 

„ჩვენ უკვე დავხურეთ ჩვენი საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ მათ ვერ შეძლონ, გაანაღდონ ჩვენს აეროპორტებში მათი მომგებიანი დასაჯდომი ადგილები. ყოველი ეკონომიკური სანქცია აძლიერებს ჩვენს გზავნილს პუტინისადმი – ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner