პრემიერ-მინისტრი ხვალ „ქართული ოცნების“თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს
-
+
14 აგვისტო. 2016. 21:46
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.
პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საზოგადოებას 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში წარუდგენს.