ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ NATO-ს ფინეთში ბირთვული იარაღის ან მუდმივი ბაზების განთავსების ინტერესი არ გამოუხატავს.
„NATO-ს მხრიდან ფინეთში ბირთვული იარაღის ან ბაზების განთავსების ინტერესიც კი არ არის“, - აღნიშნა სანა მარინმა.
18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ევროპის უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი მომენტია.