logo_geo
eng_logo
ფინეთის პრემიერი: NATO-ს ფინეთში ბირთვული იარაღის ან მუდმივი ბაზების განთავსების ინტერესი არ გამოუხატავს
- +

19 მაისი. 2022. 19:10

 

 

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ NATO-ს ფინეთში ბირთვული იარაღის ან მუდმივი ბაზების განთავსების ინტერესი არ გამოუხატავს.

 

„NATO-ს მხრიდან ფინეთში ბირთვული იარაღის ან ბაზების განთავსების ინტერესიც კი არ არის“, - აღნიშნა სანა მარინმა.

 

18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ევროპის უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი მომენტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner