logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ეს ოკუპანტმა ძალიან კარგად იცის, ამიტომაც აამოქმედა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი „ცენტრისტების“ სახით...
- +

14 აგვისტო. 2016. 22:45


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე პოლიტიკური გაერთიანება „ცებტრისტების" შესახებ განცხადებას ავრცელებს:


„ეს იმათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის!... საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 300 000 ზე მეტი ჩვენი თანამემამულე დევნილობაშია, ჩვენ თავისუფლებას მაინც ვერავინ წაგვართმევს და ჩვენს სწრაფვას თავისუფალი, დემოკრატიული ევროატლანტიკური სივრცისკენ ვერაფერი შეაჩერებს!!!  ეს ოკუპანტმა ძალიან კარგად იცის, ამიტომაც აამოქმედა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი „ცენტრისტების" სახით.

 

ძალა, რომელიც აშკარად, რუსული დავალების შესასრულებლად არის შექმნილი, ამ უკანასკნელს მინდა ვუთხრა, ჩვენს საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ თქვენი მოღალატეობრივი კლიპებით!!!ეს ხალხი სხვა ხალხია, რუსულ პენსიაზე არ იყიდება!!! , თუ ორი საუკუნის ისტორია არ იცით, არ გახსოვთ, 2008 წელი ხომ მაინც გახსოვთ! შინდისის გმირების, ანწუხელიძის, გზირიშვილის და სხვათა დედებს რას სთავაზობთ???? ხოდა, აუცილებლად მიიღებთ პასუხს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში!!!"- აღნიშნავს კობახიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner