logo_geo
eng_logo
აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს
- +

21 მაისი. 2022. 01:21

 

 

 

სენატის მიერ დამტკიცებული $40-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.

 

 

პაკეტი 20-მილიარდიან სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. გამოცემის ცნობით, დახმარების ნაწილს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და შორი მოქმედების არტილერია წარმოადგენს.

 

 

Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ახლო სიშორის ბალისტიკური რაკეტების, თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებისთვისაა განკუთვნილი.

 

 

გარდა ამისა, პაკეტით გათვალისწინებულია 8 მლრდ დოლარის ოდენობის ეკონომიკური მხარდაჭერის ზომები, 5 მლრდ დოლარის გლობალური სასურსათო დახმარება და 1 მლრდ დოლარზე მეტი - ლტოლვილთა დასახმარებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner