logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარეს
- +

21 მაისი. 2022. 01:23

 

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარეს.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პუტინს ოპერაციის დასრულებისა და უკრაინული ძალებისგან ქარხნისა და ქალაქ მარიუპოლის სრული გათავისუფლების შესახებ შეატყობინა.

 

უწყების ინფორმაციით, 16 მაისიდან მოყოლებული, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა, ხოლო „დღეს, 20 მაისს ტყვედ ჩაბარდა ბოლო ჯგუფი, 531 მებრძოლის შემადგენლობით“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner