logo_geo
eng_logo
რატომ დაერქვა შავ ზღვას- შავი?!
- +

15 აგვისტო. 2016. 01:30


უკიდეგანო ლურჯი სივრცე,ტალღების ლივლივი,სასწაული დაისი და აისი.მშვიდი და ხანაც საშინლად მბორგავი ხმა.ერთხელ თუ ნახავ სამუდამოდ გრჩება მისი სიყვარული.გენატრება და მასთან შეხვედრისას სასიმოვნო ჟრუენტელი გივლის .ეს სიტყვები ზღვას ეკუთვნის-ჩვენ შავ ზღვას...


რატომ დაერქვა შავზღვას   შავი ?


ალბათ საინტერესოა,რატომ ქვია შავ ზღვას შავი, როცა მისი წყალი ლურჯი ფერისაა.


ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს:


შავი ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ არის.ზამთარში,როდესაც ცივი ქარებია,წყლის ზედაპირი მუქ ფერს იღებს და უზარმაზარი ტყვიის ფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს,სწორედ ამიტომ უწოდებენ  შავს.


არსებობს სხვა მოსაზრებაც:შუა საუკუნეების თურქულ ენაში ფერები აღნიშნავდნენ გეოგრაფიულ მიმართულებას,ხოლო ,,შავი'' აღნიშნავდა ,,ჩრდილოეთს''.


ასევე არის მოსაზრება, რომ სახელი მომდინარეობს ნისლისა და ღრუბლების ფერიდან.ზღვაზე ხშირად ჩამოწვება ხოლმე შავი ღრუბლები და ნისლსაც შტორმი მოჰყვება .ამ დროს ზღვაც მუქი ხდება.სამივე ერთად გარემოს შავ ფერს აძლევს,ამიტომ დაერქვა შავი ზღვა.


ერთ-ერთი ვერსიით ,,შავი ზღვა'' იმიტომ უწოდეს,რომ ის უფრო მუქია,ვიდრე მარმარილოს ზღვა.


  კიდევ ერთი მოსაზრებით  წარსულში აზოვის ზღვის ჩრდილოეთ ნაპირზე სახლობდნენ ინდური წარმოშობის ტომები- მეოტები და სინდები,რომლებიც შავ ზღვას ,,თემარუნს" უწოდებდნენ,რაც მათ ენაზე შავ ზღვას ნიშნავს.ამიტომ ვარაუდობენ,რომ სწორედ ამ ძველი სახელებიდან შეიძლება წარმოშობილიყო თანამედროვე სახელიც- ,,შავი ზღვა'',რომელიც მე-15-ე საუკუნიდან საყოველთაოდ დამკვიდრდა.


რით არის სხვა ზღვებისგან გამორჩეული?


შავი ზღვა მსოფლიოს სხვა ზღვებისგან მნიშვნელოვნად გამორჩეული ზღვაა.მის წყალში ჟანგნბადის დიდი ნაკლებობაა,რის შედეგადაც ზღვის ზედა და ქვედა შრეებს შორის წყლის მოძრაობა ყველაზე ნაკლებად ხდება.ქვედა შრეებში ჟანგბადის არ არსებობა ზღვის ამ ნაწილს გამოუყენებელ,აუთვისებელს და არააქტიურს ხდის.მის ფსკერზე გვხვდება საუკუნეების წინ ჩაძირული გემების ნარჩენები,გემში არსებული ნივთები,რომლებიც დღემდე შემონახულია და ეს ქვედა შრეებში განსხვავებული ტემპერატურისა და ჟანგბადის არ არსებობის შედეგია.ამ თვალსაზრისით შავი ზღვა საშიშიც კი არის,რადგან დაღუპული ადამინებიც კი ინარჩუნებენ სხეულს და ფსკერზე უნახავთ ადამინთა გვამებიც.


შავი ზღვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ზღვის თანაბარი დონეა,რადგან ზღვას არ აქვს დიდი და მცირე მიმოქცევები.სწორედ ამიტომ შავი ზღვის წყლის ზედაპირი მუდამ მშვიდი და წყნარია.იგი გამორჩეულია ასევე თავისი პატარა კუნძულებით.შავი ზღვის ტერიტორიაზე რამდენიმე ულამაზესი კუნძულია.ისინი განსაკუტრებული ფლორითა და ფაუნით ხასიათდებიან.ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის ეს ყველაზე საყვარელი ადგილებია და ხშირად სტუმრობენ.


შავი ზღვის სანაპიროების ჰავა და კლიმატი.


შავი ზღვის რეგიონში ორი კლიმატური ზონა იყრის თავს. ჩრდილოეთით- ცივი ზამთრითა და მშრალი  ზაფხულით  სტეპების ჰავა ჭარბობს. სამხრეთი ნაწილი კი სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება: ხშირი წვიმებით, თბილი ზამთრითა და ტენიანი ზაფხულით. ამ ორი კლიმატური ზონის ურთიერთგადაფარვის ადგილებში ძლიერი ქარი მძვინვარებს და  ცვალებადი დინებებია, რომლებიც შავ ზღვაზე მოცურავე მეზღვაურებს ყოველთვის შიშის ზარს სცემს. შავი ზღვა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ზღვაა; ამიტომ დიდად მნიშვნელოვანია წყლის ჩადინებისა და კარგვის პროცესები. შავ ზღვას მტკნარი წყლებით ძირითადად მდინარეები ამარაგებენ. მდინარის წყალთან ერთად მასში შლამიც ჩაედინება, ამიტომაა შავი ზღვა ასეთი მუქი.


შავ ზღვაზე ყოველდღიური ძლიერი და სუსტი მიქცევა-მოქცევებით გამოწვეული ღელვა ძირითადად რამდენიმე სანტიმეტრია. ძლიერი ღელვა, როდესაც ტალღის სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს, უმეტესადზამთარში იცის.დიდი ოდენობით მდინარეების წყლების ჩადინების გამო შავი ზღვის სიმლაშე ორჯერ ნაკლებიახმელთაშუა ზღვისაზე.შავი ზღვის ზედაპირის წყლების ტემპერატურა -10C -დან (ზამთარში) +310C -მდე (ზაფხულში)მერყეობს. შავი ზღვის აუზის საშუალო წლიური ტემპერატურა ჩრდილო-დასავლეთით +120C,სამხრეთ-აღმოსავლეთით კი +160C-ია. 50-150 მეტრის სიღრმეზე ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა. 500 მეტრზე ღრმად წყლის ტემპერატურა მუდმივად 90C -იაშავ ზღვაში ჩაედინება 6 ქვეყნის მდინარეები. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი,საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.


შავ ზღვაში ცოცხალი ორგანიზმების 3774 სახეობა ბინადრობს, რომელთა უმეტესობა უხერხემლოები და წყალმცენარეებია.წყალმცენარეები უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ეკოსისტემისთვის.ისინი ხომ, ფოტოსინთეზის მეშვეობით, ჟანგბადსა და სხვა ორგანულ ნივთიერებებს გამოიმუშავებენ და ამასთან კვებითი ჯაჭვის პირველ რგოლს ქმიან. გარდა ამისა, წყალმცენარეები საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფენ ფსკერის წვრილ თევზებს, კიბოსნაირებსა და მოლუსკებს.


შავი ზღვის საქართველოს  კურორტები...


ქობულეთი


ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის კლიმატი რბილი სუბტროპიკულია.უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა ,რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთში ყოველწლიურად 100 000-მდე ტურიტი სტუმრობს.ქობულეთის მიდამოები ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს ქმნის - აქ შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური და ეკოლოგიური ტურების ორგანიზება, ფრინველებზე დაკვირვება.ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს (439 ჰა), რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით მდებარეობს.


ტერიტორია აგებულია თანამედროვე (მეოთხეული ასაკის) ზღვიურ-მდინარეული და ტბიურ-ჭაობის ნალექებით. ქობულეთის დაცული ტერიტორია მოიცავს ისპანას ტორფის საბადოს. რელიეფი ბრტყელია და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების შავი ღელესა და ტოგონის მიერ. აქ ტიპიური ზღვის, ნოტიო, სუბ-ტროპიკული კლიმატია - წლიური ნალექიანობა 1500-2500 მმ-ია, რის უმეტესობაც წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის.


ქალაქში არის ჩაის, საკონსერვო და სხვა მცირე საწარმოები; რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე.


ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია; 11 მართლმადიდებლური ეკლესია, 2 მეჩეთი, 4 პარკი და 15 სასტუმრო.


ურეკი


ურეკი დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს .  ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა და სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი  1953 წელს მიენიჭა.


არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი "ნა-ეკ-ურ-ა" ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.


 ურეკი  ზღვის დონიდან 4 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ის  ცნობილია  თავისი უნიკალური თვისებების მქონე სილით.  ურეკის მთელი სანაპირო  წვრილმარცვლოვანი სილაა, რომელიც შეიცავს   რკინის მაგნეტიტურ ნაწილაკებს.  აქ  თბილი  და თითქმის უთოვლო ზამთარი იცის. მაგნეტიტი მდებარეობს მდინარეების, კუჩხასა და სეფას შორის, სანაპირო ზოლის სიგრძე 1-1,5 კილომეტრია. ურეკის  სამკურნალო ფაქტორებს არა მხოლოდ სილიანი პლიაჟი, არამედ  ზღვის ჰავაც წარმოშობს.


  ურეკში ზღვის სიღრმე გრძელ მანძილზე მცირეა, ამიტომ  განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვებისთვის.  ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც უნიკალურ ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული. საქართველოს, გარდა რკინის შემცვლელი სილა რამდენიმე ქვეყანაშია: არგენტინაში, ბულგარეთში, სლოვენიაში, რუსეთში, უკრაინასში და იაპონიაში.  ურეკის  მაგნიტური სილა ზღვაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოქონდა მთებიდან ორ მდინარეს. წლების განმავლობაში, შტორმების დროს ზღვა სილას უკან  სანაპიროზე გამორიყავდა, ასე წარმოიქმნა ურეკის სამკურნალო თბისებების მქონე სანაპირო, რომელიც ბევრ დაავადებისგან კურნავს დამსვენებელს.


შეკვეთილი


კურორტი შეკვეთილი მდებარეობს შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე, ბათუმის ჩრდილოეთით 60 კილომეტრის და ფოთის სამხრეთით 18 კილომეტრის დაშორებით. კურორტი შეკვეთილი ცნობილია თავისი მაგნიტური ქვიშის სანაპიროთი, რომელსაც გააჩნია სამკურნალო თვისებები და რომლის ანალოგიც არ არსებობს. ეს მომნუსხველი სანაპირო ვრცელდება კურორტ ქობულეთამდე.


ურეკს მდიდარი ბუნების მქონე სანაპირო ზოლი აქვს. ზღვის ნაპირი ესაზღვრება ფიჭვნარს.   ფიჭვნარში განლაგებულია   ტურისტული კომპლექსსები და მაღალი კლასის სასტუმროები.


ფიჭვის არომატით გამდიდრებული ზღვის ნიავი, კაშკაშა მზე, კრისტალურად სუფთა ზღვა და ხავერდოვანი მაგნიტური ქვიშის თვისებები შეკვეთილს შეუცვლელს ხდის  მშვიდი დასვენებისა და ჯანმრთელობის აღდგენისათვის. ზღვის ამ საოცარ სანაპიროზე დამსვენებლები იღებენ საჭირო ენერგიას მთელი წლის განმავლობაში აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.

ზღვა, მზე, დაბალი ინტენსიობის მაგნიტური ველი, ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, საუცხოო ზღვის ნაპირი მაღალი დონის სერვისთან ერთად, ერთიანობაში ქმნის იდეალურ პირობებს დასვენებისათვის, მკურნალობისათვის, პროფილაქტიკასა და რეაბილიტაციისათვის.


ზღვის სიღრმე აქ დაბალია (ნაპირიდან 30 მეტრის მანძილზე არ აღემატება 1,5 მეტრს), რაც მას ხდის მოხერხებულს ბავშვების ბანაობისათვის.


სურვილის შემთხვევაში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ეწვიოთ აჭარის ღირშესანიშნაობებს (ბოტანიკური ბაღი, მწვანე კონცხი, გონიოს ციხე სიმაგრე, ქალაქი ბათუმი), ეწვიოთ დადიანების სასახლეს, ქუთაისს და გაეცნოთ მის ღირშესანიშნაობებს ან იმოგზაუროთ კოლხეთის ეროვნულ პარკში.



გრიგოლეთი


 კურორტი გრიგოლეთი  მდებარეობს გურიის დაბლობზე, შავი ზღვის პირას, სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში.


გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით.. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი.ასევე აქ აღმოჩენილია ტორფის საბადო.


სარფი


სარფი  სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  მდ. ტობაშის ნაპირებზემდებარეობს. სოფელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზით E70, ს 2 უკავშირდება ქალაქ ფოთს. სარფი მდებარეობს საქართველოს და თურქეთის საზღვარზე, სოფელში არის საბაჟო-გამშვები პუნქტი. სარფში უკანასკნელ ათწლეულში განვითარდა საკურორტო ინფრასტრუქტურა.ის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია ამ მხრივ.აქვე მინდა დავამატო, რომ სარფში არის ძალიან სუფთა წყალი და სუფთა "პლიაჟი" სხვა ქალაქებთან შედარებით,რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.


ბათუმი


შავი ზღვის ერთ-ერთი სუცხოო ქალაქი კი ბათუმია. ამ სოცნებო ქალაქზე კი მოკლედ საუბარი შეუძლებელია, ამიტომ ამ თემით სხვა სტატიაში შევხვდებით..


p.s. შავ ზღვას კიდევ ორი იმედისა და სიყვარულის ქალაქი აქვს- სოხუმი და გაგრა. ამ თემაზე ერთის თქმა მინდა მხოლოდ-აფხაზეთი ჩვენი სამშობლოა, შეხვედრამდე აფხაზეთში...



წყარო: travelingeorgia.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner