logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: შენ ვინ ხარ, ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას რომ ითხოვ?
- +

23 მაისი. 2022. 11:04

 

 

ჟურნალისტი თენბიზ ჩობანიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ერეკლე მეორის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ლევან ბერძენიშვილო, ჯერ იმას გეტყვი, რომ მეფე ერეკლე II მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა გარეულ მტრებს, ექიშპებოდნენ შინაური მტრებიც. ერეკლემ არ იცოდა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა საბოლოოდ გეორგიევსკის ტრაქტატს, თუმცა იცოდა, რომ რუსები გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების შემსრულებლები არ იყვნენ... მაგრამ... იმ მომენტისათვის სხვა გზა არ ჰქონდა. საქართველო დასუსტებული იყო, უკვე უჭირდა ჯარის გამოყვანა გარეშე მტრების წინააღმდეგ (აღარ გავაგრძელებ, თუ რამდენი კაცით იცავდა თბილისს აღა-მაჰმად-ხანის მრავალრიცხოვანი არმიისგან.

 

გეორგიევსკის ტრაქტატამდე, 1782 წელს ერეკლე II-მ მიმართა სხვადსხვა ევროპელ მონარქებს, სთხოვდა მათ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და სთავაზობდა სპარსეთის ან ოსმალეთის წინააღმდეგ გამოსვლას, მაგრამ ამაოდ...

 

ყველას აინტერესებდა, რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე ერეკლეს. ის ხომ ბრძოლაში თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს – მათ საიდუმლოდ დარჩა, ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი. ზოგი ამბობდა, ერეკლეს ტანზე ადგილი არ ჰქონდა, ზედ ნაჭრილობევი არ ყოფილიყოო...

 

ბევრს არ გავაგრძელებ: აქვე გთავაზობთ მაშინდელ ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდან ციტატებს:

 

„პრინცი ერეკლე ქართველთა წარმოსახვაში კაშკაშა სფეროა, მათთვის ის ალექსანდრე დიდია, რომლის ყოველი ნაბიჯი ღირსშესანიშნავია რაღაც ტრიუმფით. ის ომის მეხის ცემაა, რომელიც მთელ სპარსეთს ააფეთქებს“(„London Evening Post“, 1752 წელი).

 

„თუ იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც იგი ნახა და გაიცნო – ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა“ („London Magazine“, 1755).

 

გავაგრძელო? აღარ გავაგრძელებ, რადგან ღირსეულმა და განათლებულმა ადამიანებმა ისტორია კარგად იციან.

 

...და, შენ ვინ ხარ, ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას რომ ითხოვ? შენ ის ადამიანი ხარ, თავიდან რომ მიშას ეტენებოდი, შემდეგ ბიძინას, ახლა ისევ მიშას შარვლის „ზმეიკაში“ გაჭედილი ხარ ვახო სანაიასთან და სხვებთან ერთად.

 

ერეკლე მეფემ უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ისტორიაში, შენ კი ისტორიაში დარჩები როგორც „პოლიტიკური ბოზი“, - წერს თენგიზ ჩობანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner