„ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გავხდე ვარკეთილის ხმა საქართველოს პარლამენტში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნებიდან" სამგორის მე-11 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი მოსიძემ განუცხადა.
როგორც მოსიძემ აღნიშნა, პარლამენტში მუშაობას საერთაშორისო, ეთნოსთშორისი ურთიერთობების და განათლების კუთხით ისურვებდა.
"მე ვიწყებ საარჩევნო კამპანიას, ვიწყებ მოსახლეობასთან შეხვედრებს სამგორის მე- 11 ოლქში. ვიბძოლებ, რომ გავხდე ვარკეთილის ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩემი მიმართულება წარმომიდგენი საერთაშპრისო ურთიერთობების, ეთნოსთაშორისი ურთიერთობების და, რასაკვირველია, განათლების მხრივ, რომლითაც დაკავებული ვარ უკვე რამდენიმე წელიაა",- აღნიშნა გიორგი მოსიძემ.