logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე გიგა ბოკერიაზე: NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ <1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება,შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება
- +

7 ივნისი. 2022. 15:51

 

 

„ვინ არის გიგა ბოკერია, რას წარმოადგენს მისი ე.წ. „ევროპული საქართველო“? NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ <1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება. შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიგია ბოკერიას განცხადებას.

 

„ქართული მედიის საგრძნობი ნაწილის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ისიცაა, რომ არასაპარლამენტო, მარგინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უთმობს დიდ ყურადღებას. ვინ არის გიგა ბოკერია, რას წარმოადგენს მისი ე.წ. "ევროპული საქართველო"? NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ <1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება. შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება. ბოკერია არც იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლიბერალიზმის ეტალონი. ეს ისეთივე ოქსიმორონია როგორც, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილის ანდა ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის ერუდიცია“, - წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner