„ჩვენს დიდ მეგობართან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესთან ძალიან ნაყოფიერი და გულწრფელი საუბარი მქონდა“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს.
რეზნიკოვის თქმით, ბელ უოლესს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რასაც გაერთიანებული სამეფო უკრაინას უწევს.
„დიდი მადლობა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც გაერთიანებული სამეფო უკრაინას უწევს. არასდროს დავნებდებით!“ - წერს რეზნიკოვი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ იგი მიმდინარე კვირას, უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მის უკრაინელ კოლეგა ალექსი რეზნიკოვს და ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.