logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა ისრაელთან და ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის ექსპორტზე წინასწარ შეთანხმებას ხელი მოაწერა
- +

15 ივნისი. 2022. 20:42

 

 

ევროკავშირმა ისრაელთან და ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის ექსპორტზე წინასწარ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის ისრაელის ბუნებრივი აირის ეგვიპტეში ექსპორტს, სადაც მისი გათხევადება და შემდეგ ევროპის ბაზრებზე გაგზავნა გახდება შესაძლებელი.

 

შეფასებების თანახმად, ისრაელს, სულ მცირე, ერთი ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს. ამჟამად ევროპაში გაზის მიწოდების ორი მარშრუტიგანიხილება: ეგვიპტის მარშრუტი ერთი ვარიანტია, ხოლო დაგეგმილი მილსადენი თურქეთის გავლით მეორე ვარიანტია.

 

„ეს ევროპის ენერგომომარაგებაში გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ ეგვიპტე გახდეს რეგიონალური ენერგეტიკული ჰაბი“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner