გიორგი იაკობაშვილი: სოლიკო ვირსალაძის დიზაინით შეკერილი რამე რომ აღმომაჩნდეს, ხოშტარიებისთვის ღალა და ბეგარა გამიხდება გადასახდელი
-
+
17 ივნისი. 2022. 11:04
„დილიდან გარდერობში და უჯრებში ვიქექები - ემანდ, სოლიკო ვირსალაძის დიზაინით შეკერილი რამე რომ აღმომაჩნდეს, მამა-შვილ ხოშტარიებისთვის ღალა და ბეგარა გამიხდება გადასახდელი.
რა გაუძლებს მერე „დროას“ და „სირცხვილიას“?! სახლთან საპროტესტო აქციას მომიწყობენ - რუსეთის აგენტებს ფულს უხდისო!“ - წერს ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.
„დილიდან გარდერობში და უჯრებში ვიქექები - ემანდ, სოლიკო ვირსალაძის დიზაინით შეკერილი რამე რომ აღმომაჩნდეს, მამა-შვილ ხოშტარიებისთვის ღალა და ბეგარა გამიხდება გადასახდელი.
რა გაუძლებს მერე „დროას“ და „სირცხვილიას“?! სახლთან საპროტესტო აქციას მომიწყობენ - რუსეთის აგენტებს ფულს უხდისო!
არადა, ხომ იცით, როგორ მიყვარდა „მრგვალი მაგიდა“ და როგორ მიყვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“...
დამოუკიდებლობის მომპოვებელი და სახელმწიფოს შემქმნელი კეთილი ბუმბერაზები“, - წერს გიორგი იაკობაშვილი.