„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გამართეს.
პარტიის მიერ საქართველოს მასშტაბით წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს შეხვდნენ.
„შეხვედრა ეხებოდა ორგანიზაციულ და კოორდინაცის საკითხებს. ჩვენ საარჩევნო მარათონში ძალიან აქტიურ ფაზაში გადავდივართ. საბედნიეროდ, პოზიციები არის ძალიან ძლიერი. უკეთესი კოორდინაციისთვის და მოსახლეობასთან შეხვედრების გააქტიურებისთვის კონკრეტული გეგმები განვიხილეთ", - განაცხადა „ქართული ოცნები" მაჟორიტარობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა.
ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.