-
+
20 ივნისი. 2022. 21:17
“მოგვეცით საშუალება მშვიდად ,ინტრიგების გარეშე ვივარჯიშოთ და მოვემზადოთ შეჯიბრისთვის,” - ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონი პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ დღეს მიმდინარე აქციას არ უერთდება.
„ნუ გვივრცელებთ ცრუ ინფორმაციას! არანაირ აქციას არ ვუერთდები! და ჩვენს ნაცვლად ნუ საუბრობთ ან იღებთ გადაწყვეტილებებს! მოგვეცით საშუალება მშვიდად ,ინტრიგების გარეშე ვივარჯიშოთ და მოვემზადოთ შეჯიბრისთვის! მადლობა“, - წერს სპორტსმენი.