logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არ ვაპირებთ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის ფერხულში ჩავებათ
- +

17 აგვისტო. 2016. 16:18



„ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, მოიპოვოს ხმა, გადალახოს საარჩევნო ბარიერი, ეძებს თავის პოლიტიკურ ნიშს, ამისთვის ქმნის პოლიტიკურ, კონკრეტულ დღის წესრიგს და ჩვენ არ ვაპირებთ, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის ფერხულში ჩავებათ", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ უბლოკო სტატუსსა და დავით უსუფაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხაადა.



ყველას შევახსენებთ, იმავე პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომელიც იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, აქაც შეეძლო, ეს საკითხი დაეყენებინა, გაცილებით მეტი დრო იყო ამისთვის. დღეს მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს პარლამენტი ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს. ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი, პარლამენტი გამოხატავს პირდაპირი დემოკრატიის გზით, ხალხის ნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი პარლამენტი თუ საჭროდ ჩათვლის, კიდევ ერთხელ შეიძლება იმსჯელოს ამაზე. თუმცა მიღებული გვაქვს არაერთი რეზოლუცია, არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი ამ პარლამენტში, რომელიც კონკრეტულად საგარეო კურსს ეხებოდაკიდევ ერთხელ შევახსენებ იმათ, ვისთვისაც კითხვის ნიშნები საკუთარ გუნდში უჩნდებათ, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უკვე ველოდებით უვიზო მიმოსვლას არჩევნებამდე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner