Agence France-Presse: ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს განუცხადა, რომ ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის
-
+
27 ივნისი. 2022. 19:51
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებს განუცხადა, რომ ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველას ძალიან მკაფიო პასუხი გასცა: რომ ახლა არ არის [რუსეთთან] მოლაპარაკებების დრო, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მაშინ აწარმოებს, როდესაც ამის საშუალება ექნება, ანუ როდესაც ძლიერ პოზიციას აღადგენს“, - საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყარომ განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Agence France-Presse-ს.