ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს აღმოუჩენს, რომლის ღირებულება 820 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
საუბარია უახლეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე და რადიოსალოკაციო სადგურებზე, რომელთა მეშვეობით რუსულ შორი მოქმედების რაკეტებთან ბრძოლა იქნება შესაძლებელი.
იარაღის ახალი პარტიის მიწოდების შესახებ ცნობილი გახდა რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვის გააქტიურების პარალელურად. კიევმა მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს, რომ რაც შეიძლება მეტი თანამედროვე იარაღი და საბრძოლო მასალები გაუგზავნონ. აშშ-მა უკრაინას საერთო ჯამში 8,4 მლრდ დოლარი გამოუყო იარაღის შესაძენად და ჯარისკაცების მოსამზადებლად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც აუცილებელი იქნება.