logo_geo
eng_logo
უზბეკეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

3 ივლისი. 2022. 11:19

 

 

უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა.

 

ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ მსვლელობა პირველ ივლისს, უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მოაწყო, რომლის თანახმადაც უქმდება კარაკალპაკსტანის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება. კარაკალპაკსტანის რეგიონი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, თუმცა, იქ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 7%, 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

 

გამოცემა „ხუკის “ ცნობით, 2 ივლისს აქტივისტი დაულეტმურატ ტაჟიმურატოვი დააკავეს, რომელიც ერთი დღით ადრე მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და შემდგომი აქცია 5 ივლისს დააანონსა.

 

ამ დროისთვის, ავტონომიურ რეგიონში, ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობა შეფერხებით ფუნქციონირებს. ადგილობრივებს ინტერნეტში ფოტო-ვიდეომასალის გავრცელების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ქალაქ ნუქუსში შესასვლელი გადაკეტილია. ასევე დაიხურა საზღვარი ავტონომიურ რეგიონთან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner