რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების შესახებ შეატყობინა. ამის შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს.
თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციამ დაამყარა სრული კონტროლი ლისიჩანსკზე და ზოგიერთ მიმდებარე დასახლებულ პუნქტზე, რომელთაგან ყველაზე დიდია ბელოგოროვკა, ბელაია გორა, ნოვოდრუჟესკი და მალორიაზანცევო.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში გათავისუფლებული ტერიტორიების მთლიანმა ფართობმა 182 კვადრატული კილომეტრი შეადგინა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.