logo_geo
eng_logo
შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი ბუჩასა და ბოროდიანკაში იმყოფებოდა
- +

4 ივლისი. 2022. 19:34

 

 

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსი კულებას ინფორმაციით, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი კიევის რეგიონში ბუჩასა და ბოროდიანკას ესტუმრა.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

 

მედიის ცნობით, შვედეთის დელეგაცია ბუჩას წმინდა ანდრიას ეკლესიასთან მივიდა, სადაც რუსული ძალების მიერ მოკლული ადამიანების მასობრივი საფლავებია. ანდერსონმა ასევე დანგრეული და დაზიანებული სახლებიც მოინახულა.

 

ამასთან, კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შვედეთს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ცნობისთვის, კიევის დასახლებები, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი და სრულიად კიევის რეგიონი რუსული ძალებისგან აპრილის თვის დასაწყისში გათავისუფლდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner