logo_geo
eng_logo
სლავიანსკის მერი: ქალაქი გახდა ფრონტის ხაზი, რუსები ჩვენგან 7-10 კილომეტრში არიან
- +

5 ივლისი. 2022. 00:49

 

 

„ოკუპანტები სლავიანსკს უახლოვდებიან,  ქალაქი ბრძოლის ველად გადაიქცა“, - ამის შესახებ სლავიანსკის მერმა ვადიმ ლიახმა განაცხადა.

 

„ქალაქი უკვე ფრონტად იქცა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია, აქ გუშინდელი დაბომბვა გახდა მარკერი და ხალხმა უფრო აქტიურად დაიწყო ქალაქიდან გასვლა. გუშინ 70 ადამიანი წავიდა, დღეს 200 ადამიანი. უკვე დარეგისტრირდნენ ხვალისთვის, ვინ დატოვებს ქალაქს და  ევაკუაცია გრძელდება. გადის ორი მიმართულებით - დნიპრო-რივნე და მეორე მარშრუტი პოკროვსკში და მატარებლით ლვოვისკენ“, - განაცხადა სლავიანსკის მერმა.

 

ქალაქის მერი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ფიქსირდება მსხვერპლი და გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს. 

 

„არტილერია უკვე ურტყამს ქალაქს. რუსები ჩვენგან 7-10 კილომეტრში არიან. სად იქნება მთავარი დარტყმა, მიჭირს ამის თქმა“, - აცხადებს სლავიანსკის მერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner