logo_geo
eng_logo
ბოლო 24 საათში, საბერძნეთში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა
- +

5 ივლისი. 2022. 00:50

 

 

ბოლო 24 საათში, საბერძნეთში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

საბერძნეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ხანძრის საფრთხე კვლავ მაღალია.

 

მეხანძრეები აგრძელებენ ბრძოლას ტყის ხანძრის წინააღმდეგ, რომელიც კვირას დასავლეთ პელოპონესში, აქაიის რეგიონში, პორტესის რაიონში გაჩნდა.

 

სამშაბათისთვის ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ ხანძრის რისკი ძალიან მაღალი რჩება ატიკაში, ცენტრალურ საბერძნეთში, დასავლეთ საბერძნეთში, პელოპონესსა და ეგეოსის აღმოსავლეთ კუნძულებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner