logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: აშშ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ არ უბიძგებს - პრეზიდენტი ზელენსკი თავად განსაზღვრავს, როგორ გადაწყდება გამარჯვების საკითხი, როდის და რა პირობებით
- +

5 ივლისი. 2022. 15:53

 

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ არ უბიძგებს, მაშინაც კი, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია ამას მართებულად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.

 

„ახლა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის დროა და ჩვენ ამით ვართ დაკავებულნი“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

ტელეარხ Fox News-ზე საუბრისას კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთთან მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ძიება ყოველთვის იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის პრეროგატივა.

 

„პრეზიდენტი ზელენსკი თავად განსაზღვრავს, როგორ გადაწყდება გამარჯვების საკითხი, როდის და რა პირობებით. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან წარმატებას მიაღწიოს ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუმცა, პრეზიდენტი ზელენსკიც კი გეტყვით, რომ ახლა ასეთი დისკუსიების დრო არ არის“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner