logo_geo
eng_logo
მედია: ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო ქვეყანა დატოვა
- +

6 ივლისი. 2022. 01:17

 

 

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარინ კნაისლმა ქვეყანა სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო დატოვა და ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის ინტერვიუებს არ იძლევა.

 

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს.

 

მაისის ბოლოს კნაისლმა „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭო დატოვა, რომელსაც ის გასულ წელს შეუერთდა.

 

კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2017-2019 წლებში იკავებდა.

 

2018 წელს მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარ ქორწილში დაპატიჟა და მასთან ერთად იცეკვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner