დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს, გადადგეს მთავრობის მეთაურის პოსტიდან. ამის შესახებ BBC იუწყება.
„პრემიერ-მინისტრის მუშაობა რთულ ვითარებაში, როდესაც მან მიიღო უზარმაზარი მანდატი, არის გააგრძელოს წინსვლა და მე ამას გავაკეთებ", - განაცხადა ჯონსონმა კითხვაზე, აპირებს თუ არა ნებაყოფლობით გადადგომას.
კითხვაზე, მაინც რა პირობებში გადადგამს კონსერვატიული პარტიის ლიდერი მსგავს ნაბიჯს, მან უპასუხა: „ცხადია, გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომლებშიც შეუძლებლად მივიჩნევდი ხელისუფლების მუშაობის გაგრძელებას და ჩვენთვის დაკისრებული მანდატის შესრულებას".
როგორც მედია წერს, ბოლო ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენელთა რაოდენობამ, ვინც ჯონსონის მთავრობა პროტესტის ნიშნად დატოვა, 35-ს მიაღწია.