19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერიცვალებას ტაძრებში ტრადიციულად ხილს აკურთხებენ. თევზით ხსნილია.
ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.