„ჩვენი უცხოელი მეგობრები თითქმის ყოველდღე გვიჩიჩინებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და ამ დროს ასეთ პრეცედენტს აქვს ადგილი. მიკიბ- მოკიბვის გარეშე შესაბამისმა სტრუქტურამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს ელჩი და ახსნა-განმარტებები უნდა მოსთხოვოს!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
„იმას, რასაც გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, გახლავთ სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე ზეწოლა. ჩვენი უცხოელი მეგობრები თითქმის ყოველდღე გვიჩიჩინებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და ამ დროს ასეთ პრეცედენტს აქვს ადგილი. მიკიბ-მოკიბვის გარეშე შესაბამისმა სტრუქტურამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს ელჩი და ახსნა-განმარტებები უნდა მოსთხოვოს!“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.