logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: აშშ-ის წარმომადგენელი ქალბატონი კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი უკვე დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში
- +

15 ივლისი. 2022. 13:34

 

 

„მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია. სამწუხაროა, რომ პროცესის მიმართ დამახინჯებული მიდგომები გახდა აშშ-სა და ევროპარლამენტის ხელწერა“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

 

მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი პრინციპებითა და მიდგომებით. ასევე არც ერთი ქვეყნის ელჩი, მათ შორის არც აშშ-ის ელჩი არ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უფროსი.

 

„აშშ-ის წარმომადგენელი ქალბატონი კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი უკვე დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში. მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიას საქმეზე გამოცხადდა განაჩენი, აშშ-ის ელჩის დავალებით საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს შეხვდა აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკი), რომელმაც საუბრისას გამოიკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა განმარტება - თუ რატომ იქნა ნიკა გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლისგან მისთვის არასასურველი პასუხების მოსმენის შემდეგ კი მან მოსამართლეს მოახსენა, რომ ის ჩახსნილი იყო აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამიდან რომლითაც (მოსამართლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ამერიკელი მოსამართლეების საქმიანობის პრაქტიკას, საქმის წარმოების წესსა და პრაქტიკას).

 

ამის პარალელურად ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია. სამწუხაროა, რომ პროცესის მიმართ დამახინჯებული მიდგომები გახდა აშშ-სა და ევროპარლამენტის ხელწერა. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი პრინციპებითა და მიდგომებით. ასევე არც ერთი ქვეყნის ელჩი, მათ შორის არც აშშ-ის ელჩი არ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უფროსი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი გამოცდილება, მყარი ინსტიტუციები. კი, ღია ვართ საჭირო რეფორმებისათვის თუმცა ეს კონკრეტულ საკითხებში პირდაპირ ჩარევასა და „ძალადობით პოლიტიკას“ გამორიცხავს“, - წერს მეგრელიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner