logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: იქნებ ნება იბოძოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს ელჩმა, თუ სხვა აქტუალური წერილივით ბოლომდე არ წაიკითხავს და აბსურდს უწოდებს მოსამართლის განცხადებას?!
- +

15 ივლისი. 2022. 13:56

 

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება,  რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

 

„ეს რამე ახალი ვერსიაა საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში?! ანუ ელჩი იბარებს სუვერენული სახელმწიფოს მოსამართლის განაჩენს და რევიზიას ცდილობს? დიპლომატიური სკანდალიც არ ჰქვია ამას, ასე ღიად ერეოდე სხვა ქვეყნის შიდა სამართლებრივ საკითხებში - პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. იქნებ ნება იბოძოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს ელჩმა, თუ სხვა აქტუალური წერილივით ბოლომდე არ წაიკითხავს და აბსურდს უწოდებს მოსამართლის განცხადებას?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner