სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გუშინ გამართულ შეხვედრას პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბრავო, პრემიერო!
რაც ახლა მოხდა საქართველოში, ეპოქალური მნიშვნელობის საქმეა!!!!! ღირს, ცოტა გვერდზე გადავდო ჩემი ფრანგული არდადეგები...
მეჩვენება თუ დიდად ჟივილ-ხივილი არ მოჰყოლია ამბავს?
ხვდებით, რას ნიშნავს წლობით მტრობაში მყოფი ამიერკავკასიელი მეზობლების ჩვენს მიწა-წყალზე შეხვედრის ორგანიზება?
ხვდებით, რას ნიშნავს ამიერკავკასიის ჰაბად ჩამოყალიბება მაშინ, როცა მთელ სამყაროში ახალი, გეოპოლიტიკური გადანაწილება მიდის?
დიახ, ამას ვამბობდი წლებია!
ჩვენ უნდა ვიყოთ ამიერკავკასიის ხევისბერები,
ჩვენ უნდა გავცეთ საუკუნოვანი სიბრძნე!!!
ჩვენ უნდა დაგვეკითხონ ჭკუას მავანნი!
გილოცავ, საქართველო! ეს დიდი, სტრატეგიული გამარჯვების საწინდარია!“ - წერს ლალი მოროშკინა.