logo_geo
eng_logo
ანჯეი დუდა: დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც - რუსეთი უნდა დამარცხდეს ამ ომში ყველა განზომილებაში
- +

23 ივლისი. 2022. 20:26

 

 

დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც. რუსეთი უნდა დამარცხდეს ამ ომში ყველა განზომილებაში, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ტელეხიდის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მხარს ვუჭერ უკრაინას, მხარს ვუჭერ უკრაინის კანდიდატობას ევროკავშირში, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას ნატო-ს ხაზზე“,- განაცხადა დუდამ.

 

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ის ბევრ სხვა პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად აორგანიზებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, კერძოდ, თანამედროვე იარაღის, საარტილერიო ჭურვებისა და ჯავშანჟილეტების გადაცემას.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აჭარბებს რაოდენობრივად, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა“, - განაცხადა დუდამ.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ძალიან მალე გაათავისუფლებს თავის ტერიტორიას რუსი აგრესორისგან და გადაიქცევა მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ, თანამედროვე სახელმწიფოდ.

 

„მთავარია, რომ რუსები დამარცხდნენ ომში და სხვა სფეროებში, უკრაინა კი გახდეს თავისუფალი განვითარებული მსოფლიოს ნაწილი“, - განაცხადა დუდამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner