logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე კელი დეგნანს: ეს ადამიანები, ქალბატონო ელჩო, ითხოვენ, დაგველაპარაკოთ, როგორც თანასწორი თანასწორს!
- +

26 ივლისი. 2022. 13:06

 

 

„ეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, თქვენც ხომ კარგად იცით, მხოლოდ იმას აფიქსირებენ, რომ არავისზე ნაკლები ღირსება არ გააჩნია საქართველოს! ეს სამეული ხომ მხოლოდ იმას აფიქსირებს, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აფიქრებინებს და აწუხებს!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

„რა დავარქვათ ჩვენი სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყნის ქნი ელჩის ამ ქმედებას? ეს პარლამენტარები ითხოვენ ლეგიტიმურად დასმულ კითხვებზე პასუხს, მეტს ხომ არაფერს?! ეს ადამიანები, ქ-ნო ელჩო, ითხოვენ, დაგველაპარაკოთ, როგორც თანასწორი თანასწორს! ეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, თქვენც ხომ კარგად იცით, მხოლოდ იმას აფიქსირებენ, რომ არავისზე ნაკლები ღირსება არ გააჩნია საქართველოს! ეს სამეული ხომ მხოლოდ იმას აფიქსირებს, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აფიქრებინებს და აწუხებს! რატომ ახდენს ქ-ნი ელჩი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების იგნორირებას და პასუხს არ გვცემს?! აი ეს არის საკითხავი, ჩემო თავისუფლებასა და ამერიკულ დემოკრატიაზე შეყვარებულო ამერიკანიუს-ქართველებიუსებო!“ - წერს გვენეტაძე ფეისბუქზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner