logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ტვ ფორმულაზე: გააღვიძეთ ვინმემ სახალხო დამცველი, თუ „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს“ -პრინციპით, რაც ლომჯარიაა ისაა „კრიტიკული“ მედიაც?
- +

28 ივლისი. 2022. 21:23

 

 

„ნეო-ლიბერალური“ მედია სხვა კი არაფერია?! მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი შეიძლება, თუნდაც პირადი ცხოვრების, სივრცის უფლების დარღვევა, ოღონდ თვითონ ხელშეუხებელია, მას ვერაფერს შეჰკადრებ, უპირატეს კასტას წარმოადგენს“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედის თამარ ზაალიშვილის facebook სტატუსს.

 

„ნეო-ლიბერალური“ მედია სხვა კი არაფერია?! მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი შეიძლება, თუნდაც პირადი ცხოვრების, სივრცის უფლების დარღვევა, ოღონდ თვითონ ხელშეუხებელია, მას ვერაფერს შეჰკადრებ, უპირატეს კასტას წარმოადგენს. შეურაცხყოფა, მივარდნა, ლანძღვა უნდა აიტანო მათგან და თუ შენ პასუხს დაუბრუნებ, ოოოო, ეგ უკვე ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლაა. ისე, რა ზუსტად მიესადაგება რონალდ რეიგანის ფრაზა, ქართულ რეალობას - „თუ როდისმე ფაშიზმი მოვა, მას ექნება ლიბერალიზმის სახე“.  P.S. გააღვიძეთ ვინმემ სახალხო დამცველი, თუ „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს“ პრინციპით, რაც ლომჯარიაა ისაა „კრიტიკული“ მედიაც?“ - წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner