logo_geo
eng_logo
ლევან ჭოტორლიშვილი: ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურებაა პრაგმატიზმის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში, ქვეყანამ დაიწყო საკუთარი ინტერესების არტიკულირება და საკუთარ ფუნქციას აღარ ხედავს სხვის მსახურებაში
- +

29 ივლისი. 2022. 20:41

 

 

„ჩვენი საზოგადოება უფრო რაციონალურად უყურებს მოვლენებს და ახალი ფორმატის ურთიერთობას სთავაზობს ამერიკას ისევე როგორც სხვა ქვეყნებს. ან გაითვალისწინებენ ჩვენ ინტერესებს და ეს მათ ინტერესშიც არის, ან დაახვევენ რეგიონიდან“, - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე, ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურებაა პრაგმატიზმის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში.

 

„ოცდაათი წლის წინ რელიგიური ფანატიზმის დონეზე ჰქონდათ ქართველებს ამერიკის რწმენა, ერთგვარი cargo cult. დღეს ჩვენი საზოგადოება უფრო რაციონალურად უყურებს მოვლენებს და ახალი ფორმატის ურთიერთობას სთავაზობს ამერიკას ისევე როგორც სხვა ქვეყნებს. ან გაითვალისწინებენ ჩვენ ინტერესებს და ეს მათ ინტერესშიც არის, ან დაახვევენ რეგიონიდან. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება ეს არის. პრაგმატიზმის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანამ დაიწყო საკუთარი ინტერესების არტიკულირება და საკუთარ ფუნქციას აღარ ხედავს სხვის მსახურებაში. რაც შეეხება ფულს რომელსაც გვამადლიან, მოჰკითხონ იმათ ვისაც დაახარჯეს“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner