logo_geo
eng_logo
სავალან მირზოევი: უფრო მეტს გავაკეთებთ ხალხისთვის, ქვეყნისთვის!
- +

20 აგვისტო. 2016. 19:00


დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად სალავან მირზოევი დაასახელა.


დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას  პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მომავალში „ქართული ოცნება" ქვეყნისათვის უფრო მეტს გააკეთებს.


 

„დღეს ჩემი ხალხის წინაშე გამოსვლისას ამაყი ვარ იმიტომ, რომ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ოთხი წლის წინ სერიოზული ცვლილებები შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის განვითარებაში. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, თავად გუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გვერდში დგომით, ამომრჩევლების დახმარებით, უფრო მეტს მივაღწევთ, უფრო მეტს გავაკეთებთ ხალხისთვის, ქვეყნისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა. კერძოდ, გარდაბანში, თბოელექტროსადგურში 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ასევე, სასათბურე კომპლექსში განხორციელებული სამუშაობის ღირებულებამ 50 მილიონს გადააჭარბა", - განაცხადა სავალან მირზოევმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner