საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას ეხმიანება და სააკაშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მამაზე, გია კობახიძის შესახებ საუბრობს.
როგორც მეგრელიშვილი წერს, უკრაინელი მიშა დიდად განსხვავდება სატუსაღოში მყოფი მიშასაგან. ექსპერტის აზრით, სააკაშვილი მიხვდა სადაა, რატომაა და რა ხდება. „ამასთან უკვე აშკარაა მისი გადაწყვეტილება - განერიდოს ქართულ პოლიტიკასა და ის პოლიტიკურ თამაშში ირაკლი კობახიძეს დანებდა“.
„თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კარგად დავაკვირდებით ნათლად დავინახავთ, რომ უკრაინელი მიშა დიდად განსხვავდება სატუსაღოში მყოფი მიშასაგან. მიხვდა სადაა, რატომაა და რა ხდება. ამასთან, უკვე აშკარაა მისი გადაწყვეტილება განერიდოს ქართულ პოლიტიკას. რატომ? იმიტომ რომ ის თავადაც იაზრებს, რომ დღეს ნამდვილად აღარ არის პოლიტიკური ლიდერი და ამ მოსაზრებას მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი და სხვა პოლიტიკოსები და საქმით მასთან დაკავშირებული პირებიც აღიარებენ და ეთანხმებიან.
„მიშა ქართული პოლიტიკით არ ინტერესდება არაფერს უყურებს“, - აცხადებს მისი ადვოკატი,
მიხეილ სააკაშვილის დავალებით ის ასევე ეხება ირაკლი კობახიძის მამასთან დაკავშირებულ თემას და მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებითაც პირდაპირ აჟღერებს - „ძალიან შეწუხებული იყო მარტო ამ ამბით და იძახდა, ეს წარმოუდგენელია, ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტში და ის უწესიერესი ადამიანიაო“...
საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ გიორგი კობახიძე ნამდვილად წესიერი კაცია და კარგი პოლიტიკოსიც იყო და ამას მიხეილ სააკაშვილის დამოწმება ნამდვილად არ სჭირდება და მაინც, მაშინ რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის „ფერიცვალება“?! მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს, მოიგოს ირაკლი კობახიძის გული, რაც მარტივად ნიშნავს იმას, რომ ის დანებდა, პოლიტიკურ თამაშში ირაკლი კობახიძეს დანებდა!“, - წერს მეგრელიშვილი.
უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქციის „ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამაზე ისაუბრა და თქვა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა“.