logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: შემოგდებული ვერსია, თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს, ემსახურება ერთადერთ მიზანს - როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოს. ვერ გახდება მიშა სხვანაირი და არც მისცემენ ამის საშუალებას
- +

30 ივლისი. 2022. 18:15

 

 

სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა დაიწყეს ვირეშმაკული მანევრების მორიგი სერია, რათა როგორმე მიშა გაათავისუფლონ და საქართველოდან გაიყვანონ, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა (ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა) დაიწყეს ვირეშმაკული მანევრების მორიგი სერია, რათა როგორმე მიშა გაათავისუფლონ და საქართველოდან გაიყვანონ. ამ მანევრებში ჯდება სააკაშვილის ყასიდად პროტესტი ნაცტელეარხის ჟურნალისტისადმი, გია კობახიძეს რომ სახლში მიუვარდა

თუმცა, დარწმუნებული ვარ ეს შემოგდებული ვერსია, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს და ის მიშა აღარ არის და .. ემსახურება, როგორც აღვნიშნე ერთადერთ მიზანს -როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოს. მერე იქ ფრთებს დაიბერტყავს, მოსულიერდება და იმავეს დაუბრუნდება. ვერ გახდება მიშა სხვანაირი და არც მისცემენ ამის საშუალებას“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner