იტალიის დეპუტატთა პალატამ ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
-
+
2 აგვისტო. 2022. 22:10
იტალიის დეპუტატთა პალატამ, 398 ხმით 20-ის წინააღმდეგ, ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
კანონპროექტს ახლა საბოლოო მწვანე შუქი სენატისგან სჭირდება.
ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 30-ვე წევრი ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.