ექსპერტი თავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში Bloomberg-ის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად გამოცემა წერს, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არ არის მზად, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის იზოლირების მიზნით, აშშ-სა და ევროპის ძალისხმევას გაჰყვეს.
„Bloomberg: აშშ-ის მხრიდან რუსეთისა და ჩინეთის იზოლირების მცდელობა - ჩაიშალა“. დიდი ოცეულიდან მხოლოდ ნახევარი მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ საერთაშორისო სანქციებს. ეს არის ის უხერხული რეალობა, რომელსაც აწყდება სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავისი ხანგრძლივი ტურნეს დროს: მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არ არის მზად, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის იზოლირების მიზნით, აშშ-ისა და ევროპის ძალისხმევას გაჰყვეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.