logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: რუსეთიდან 150 ათასი (!!!) ახალი ტრანში ჩაერიცხაო ბანკის ანგარიშზე ლЯკა ხოშტარიას და მის ოჯახს
- +

5 აგვისტო. 2022. 16:43

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გოგი ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რუსეთიდან 150 ათასი (!!!) ახალი ტრანში ჩაერიცხაო ბანკის ანგარიშზე ლЯკა ხოშტარიას და მის ოჯახს - ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხს მიავიწყონ ეს ამბავი, ამასობაში  მოსკოვიდან ხოშტერიებში ფული მოდის და მოდის!

 

ლЯკა ხოშტარიას შიშით ადამიანებს მოსკოვის საკონდიტროში გამოშვებული „მიშკა კანფეტი“ ვერ უჭამია და რუსული სიმღერა ვერ ჩაურთავს მანქანაში  - რუსეთის აგენტად არ გამოგვაცხადოსო!

 

ამ ფონზე კი „დინასტიით მოღალატე“ მამა-შვილი ხოშტერიები „КГБ“-ს სალაროზე არიან  მიბმული და როგორც დამსახურებული აგენტები ათიათასობით ლარს იღებენ რუსეთის სპეცსამსახურების ბიუჯეტიდან!

 

იქნებ „იკადროს“ და საჯაროდ ახსნას ხოშტერიების დინასტიამ - რამდენი ასეული ათასი ლარი ჩაერიცხა მათ „КГБ“-შნიკ (მოღალატე) ოჯახს რუსეთიდან უკრაინაში ომის  დაწყების შემდეგ.

 

იმ დროს, როდესაც ბუჩაში, ხერსონსა და მარიუპოლში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, რამდენი ბინა, ვილა და აგარაკი იყიდა ლЯკა ხოშტერიამ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულით?! (ბათუმის ბინები და აგარაკები უკვე ვიცით).

 

საუკუნო შეჩვენება და ანათემა  ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამამხობელ რუსეთის КГБ-ს აგენტებს - სამშობლოს მოღალატეებს - გოგი ხოშტარიას, თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანს“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner