„მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.
„არ დავუწყებ, თავმოყვარეობის გამო. ფაქტობრივად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზედაც დილიდან ვმსჯელობთ - ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. რამე დამატებით მტკიცებულებებს ველოდებით? კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი „პოლიტპატიმრის“ მოწოდებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისაკენ ბიძგით, მზა სცენარის გახმაურებისათვის. თუ მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.