„ოქრუაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს სხვისი ხელით და სისხლის დაღვრა უნდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკსტატუსს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.
„ჩმორობის სიმბოლო რომ ჯერ ამ რიტორიკით საუბრობს, ეგ იქით იყოს, მაგრამ აი, ეს არის რუსული საქმე, თან სხვისი ხელით რომ უნდა სისხლის დაღვრა. სერიოზული ხალხი გვევლინება ხელოვნურად მართვადი ფაშიზმის არქიტექტორებად“, - წერს ოდიშარია ფეისბუკზე.